მიზნები
ჟურნალის მთავარი მიზანია შევქმნათ მაღალი დონის აკადემიური პლატფორმა მკვლევრებისთვის, მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის, რათა მათ გამოაქვეყნონ ორიგინალური კვლევები, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის განვითარებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
ჟურნალის ძირითადი მიზნებია:
-
ხარისხიანი კვლევების მხარდაჭერა: შეიქმნას სანდო აკადემიური სივრცე, სადაც გამოქვეყნდება ორიგინალური და ინოვაციური კვლევები;
-
აკადემიური დიალოგი: ხელი შეეწყოს სამეცნიერო დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს შორის;
-
ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა: მიეცეთ შესაძლებლობა დოქტორანტებსა და პოსტ-დოქტორანტებს, წარადგინონ თავიანთი ნაშრომები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
-
საერთაშორისო ინტეგრაცია: ქართველი მეცნიერების მიღწევების ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და ჟურნალის ცნობადობის გაზრდა გლობალურ ბაზებში (ERIH PLUS, Google Scholar და სხვა).
