ტექნიკური მოთხოვნები

ზოგადი ფორმატირება

ინგლისური ტექსტისთვის გამოიყენეთ Times New Roman, ქართულისთვის Sylfaen. ძირითადი ტექსტი — 11 pt, სტრიქონთაშორისი ინტერვალი 1.15, მინდვრები 2.5 სმ, პირველი სტრიქონის შეწევა 1 სმ, გასწორება ორივე კიდეზე. ნაშრომი მაქსიმუმ 12 A4 გვერდია ანოტაციების გარდა.

მეტამონაცემები და ანოტაციები

თავში მიუთითეთ ჟურნალის სახელი, ტომი/ნომერი, წელი და ISSN (მინიჭების შემდეგ). სათაურები ქართულ და ინგლისურ ენებზე — 14 pt, მუქი, ცენტრში. DOI ემატება მიღების შემდეგ. ორივე ენაზე 150–250 სიტყვიანი სტრუქტურირებული ანოტაცია უნდა მოიცავდეს მიზანს, მეთოდოლოგიას, შედეგებს და ორიგინალურობას/ღირებულებას. დაურთეთ 5–7 საკვანძო სიტყვა.

სტატიის სტრუქტურა

გამოიყენეთ IMRAD: შესავალი, მეთოდოლოგია, შედეგები, განხილვა და დასკვნები. პირველი დონის სათაური — 12 pt, მუქი, ცენტრში; მეორე დონის — 11 pt, მუქი, მარცხნივ. ჰიპოთეზები და საკვლევი კითხვები ცალკე აბზაცში, დახრილი შრიფტით.

ცხრილები, ნახაზები და ფორმულები

ცხრილები და ნახაზები დანომრეთ. ცხრილის სათაური მოათავსეთ ზემოთ, ნახაზის — ქვემოთ. ყოველი მათგანის ქვეშ მიუთითეთ წყარო. ცხრილი უნდა იყოს რედაქტირებადი და არა სურათი. სათაური — 10 pt მუქი, ცხრილის ტექსტი — 9–10 pt, წყარო — 9 pt დახრილი. ფორმულები მოათავსეთ ცენტრში, ნომერი მარჯვენა კიდეზე; გამოიყენეთ ფორმულის რედაქტორი.

ლიტერატურა

გამოიყენეთ APA 7. ბიბლიოგრაფია დაიწყეთ ახალი გვერდიდან, ანბანური რიგით და 1.27 სმ დაკიდებული აბზაცით. ტექსტში მიუთითეთ ავტორი და წელი, პირდაპირი ციტირებისას — გვერდიც. 20 ავტორამდე ჩამოწერეთ ყველა; 21 და მეტისას — პირველი 19, სამი წერტილი და ბოლო ავტორი. სტატიის/წიგნის სათაური დაწერეთ sentence case-ით, ჟურნალის — title case-ით. DOI წარმოადგინეთ აქტიური ბმულით https://doi.org/.... გამომცემლობის ქალაქი არ მიუთითოთ.

დანართები

დანართები განათავსეთ ბიბლიოგრაფიის შემდეგ, ნომრითა და სათაურით.