პლაგიატის პოლიტიკა
ყველა წარდგენილი სტატია გადის პირველადი შემოწმების ეტაპს; საჭიროების შემთხვევაში ნაშრომი ხელახლა მოწმდება პუბლიკაციამდე. მსგავსების პროცენტი განიხილება შინაარსობრივ კონტექსტში.
აკრძალულია სხვისი ტექსტის, იდეის ან მონაცემის გამოყენება წყაროს გარეშე, თვითპლაგიატი, განმეორებითი პუბლიკაცია, ghost-writing, guest/gift authorship და მონაცემთა ფალსიფიკაცია.
რეცენზირებამდე სერიოზული დარღვევის შემთხვევაში ნაშრომი შეიძლება უარყოფილ იქნეს. რეცენზირებისას რედაქციამ შეიძლება მოითხოვოს განმარტება ან შესწორება. გამოქვეყნებულ ნაშრომზე შესაძლებელია შესწორება ან რეტრაქცია. ავტორი ვალდებულია ყველა წყარო მიუთითოს APA 7 სტილით და გაამჟღავნოს დაფინანსება.
