საგამომცემლო ეთიკა
რედაქტორები
რედაქტორები ნაშრომებს აფასებენ სამეცნიერო ღირებულების, თემატური შესაბამისობისა და ჟურნალის პოლიტიკის საფუძველზე. ისინი იცავენ კონფიდენციალურობას, აცილებენ ინტერესთა კონფლიქტს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელი რეცენზიებით ასაბუთებენ.
რეცენზენტები
რეცენზენტები იცავენ ხელნაწერის კონფიდენციალურობას, აცხადებენ ინტერესთა კონფლიქტს, დროულად და ობიექტურად აფასებენ ნაშრომს და არ იყენებენ გამოუქვეყნებელ მასალას საკუთარი მიზნებისთვის.
ავტორები
ავტორები წარადგენენ ორიგინალურ ნაშრომს, სწორად უთითებენ წყაროებს, აფიქსირებენ დაფინანსებასა და ინტერესთა კონფლიქტს, ასახელებენ რეალურ თანაავტორებს და არ აგზავნიან იმავე ნაშრომს სხვა გამოცემაში. აკრძალულია მონაცემთა ფალსიფიკაცია, პლაგიატი, ghostwriting და guest authorship.
აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის საკითხს განიხილავს რედაქცია. ავტორს ეძლევა პასუხის შესაძლებლობა; შედეგი შეიძლება იყოს შესწორება, უარყოფა ან სტატიის უკან გამოთხოვა.
